რუსეთმა უკრაინას 740-ზე მეტი დრონით და რაკეტით შეუტია

რუსულმა ძალებმა 9 ივლისის ღამეს ს 741 რაკეტით და დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 718 მათგანი გაანეიტრალეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინული მედია წერს, რომ ეს უკრაინის წინააღმდეგ ერთ ღამეში გამოყენებული დრონებისა და რაკეტების ყველაზე დიდი რაოდენობაა ს შეჭრის შემდეგ.
საჰაერო ძალებმა დარტყმები 4 ადგილას დააფიქსირა, ასევე ნამსხვრევები 14 ლოკაციაზე ჩამოცვივდა.
9 ივლისის ღამეს რუსებმა უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 728 დრონით, Х-101 „ისკანდერ -კ“ ტიპის 7 ფრთოსანი რაკეტით და Х-47М2 „კინჟალის“ 6 აერობალისტიკური რაკეტით შეუტიეს.
უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მტრის კუთვნილი 296 დრონი ჩამოაგდეს, 415 კი ლოკალურად დაიკარგა. ამასთან, უკრაინელებმა „ისკანდერ -კ“ ტიპის 7 ფრთოსანი რაკეტაც ჩამოაგდეს.
უკრაინული მედიის ცნობით, 9 ივლისის ღამეს ლუცკზე რუსეთის ჯარების მიერ დრონებისა და რაკეტების გამოყენებით სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა, რასაც ხანძარი და ნგრევა მოჰყვა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.