მსოფლიოში კომპიუტერული კომპონენტების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი კომპანია, ამერიკული Intel Corp., ორეგონის შტატში 500-ზე მეტ სამუშაო ადგილს შეამცირებს.
შემცირებები, რომლებიც 15 ივლისს უნდა დაიწყოს, 529 მუშაკის გათავისუფლებას გამოიწვევს, – ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის მიერ მარეგულირებლისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში.
მანამდე დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Intel-ი თანამშრომლების დაახლოებით 20%-ის შემცირებას გეგმავს.
ვრცლად interfax – ზე
