ბენიამინ ნეთანიაჰუ – დონალდ ტრამპთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო ღაზაში დაკავებული მძევლების გათავისუფლების მცდელობებზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან გამართული შეხვედრა ფოკუსირებული იყო ღაზაში დაკავებული მძევლების გათავისუფლების მცდელობებზე.
„ერთი წამითაც არ ვჩერდებით და ეს შესაძლებელია იმ ზეწოლის წყალობით, რასაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები ახორციელებენ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ისრაელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მიაღწიოს ყველა თავის მიზანს ღაზაში.
„მივაღწიოთ ყველა ჩვენი მძევლის, როგორც ცოცხლის, ასევე გარდაცვლილის, გათავისუფლებას, „ჰამასის“ სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების აღმოფხვრას და იმის უზრუნველყოფას, რომ ღაზა აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს ისრაელისა და აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის შედეგები და შესაძლებლობები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება