კშიშტოფ ბრეიზა მოსამართლე გალუსტაშვილზე: მსურს, ამ ქალს არდადეგების იტალიაში გატარების პრივილეგია არ ჰქონდეს

მსურს, ამ ქალს [მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი] არდადეგების იტალიაში გატარების პრივილეგია არ ჰქონდეს, მსურს, რომ პრორუსული რეჟიმის ყველა ოფიციალურ პირს აეკრძალოს ევროკავშირში შესვლა , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ ევროპარლამენში საქართველოზე დებატების დროს განაცხადა.

მისი თქმით, “ის რეჟიმის მოსამართლეა, რომელმაც 21 წლის ბიჭს, მათე დევიძეს, პატიმრობის ოთხ წელიწად-ნახევარი მიუსაჯა პროევროპული დემონსტრაციის ორგანიზებისთვის.“

ევროპარალამენტარის თქმით, ასევე “მკაცრი სანქციებია საჭირო მათ მოსაშორებლად, ვინც საქართველოს რუსიფიკაციას“ ახდენს.

“საქართველოში ვიყავი, ეს რუსული სისტემის, რუსული რეჟიმის კოპირებაა. როდესაც ვიქტორ ორბანისა და “ალტერნატივა გერმანიისთვის” ხმები მესმის, რომლებიც აქ ლაპარაკობენ და რომლებსაც პუტინის მხარდაჭერა აქვთ და სურთ, რომ ახალგაზრდა ქართველები მარტოდ იყვნენ მიტოვებულები რუსეთისთვის გადასაცემად, ნათლად მინდა ვუთხრა: “თქვენ კრემლსა და პუტინზე მუშაობთ”…

ქართველებს კი ვეტყვი: “თქვენს გვერდში ვართ, თქვენს ბრძოლას ვხედავთ”. მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ მათ, ვინც დანადგურებენ.

ვხედავთ რეჟიმის ოფიციალურ პირებს, როგორიცაა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი. ის საქართველოს რეჟიმის მოსამართლეა, რომელმაც 21 წლის ბიჭს, მათე დევიძეს, პატიმრობის ოთხ წელიწად-ნახევარი მიუსაჯა პროევროპული დემონსტრაციის ორგანიზებისთვის. ეს რეალობაა საქართველოში. მსურს, ამ ქალს თავისი არდადეგების იტალიაში გატარების პრივილეგია არ ჰქონდეს. მსურს, რომ პრორუსული რეჟიმის ყველა ოფიციალურ პირს აეკრძალოს ევროკავშირში შესვლა. მკაცრი სანქციები გვჭირდება იმათ მოსაშორებლად, ვინც საქართველოს რუსიფიკაციას ახდენენ,” – განაცხადა ბრეიზამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან