კვარაცხელია “რეალის” წინააღმდეგ. პსჟ-მ ოკეანისგაღმა დესანტი გადასხა – ორმა ფეხბურთელმა გუნდი ნაადრევად დატოვა

დღეს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში პსჟ „რეალს“ დაუპირისპირდება და რა თქმა უნდა, მატჩისადმი ინტერესი დიდია. მით უმეტეს მადრიდულ გუნდში პარიზელთა ყოფილი შემტევი კილიან მბაპე თამაშობს.
RMC-ის ცნობით, გუშინ პსჟ-მ საკმაოდ შეღავათიან ფასად -ში ასეულობით ულტრასი წაიყვანა. თითოეულ მათგანს წინ და უკან მგზავრობა, სასტუმროში 13 ივლისამდე ცხოვრება (ფინალში გასვლას იმედოვნებენ) და ორივე შეხვედრის ბილეთი 500 ევრო დაუჯდება. კლუბი ამ ამბის გახმაურებას არ აპირებდა, მაგრამ მედიამ შეიტყო და ინფორმაცია გაავრცელა.
„ჩვენ აფიშირება არ გვინდოდა. გვინდა ამ ჟესტით ყველაზე ერთგულ გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადოთ“, – განაცხადა კლუბის წარმომადგენელმა.
“ბაიერნთან“ მეოთხედფინალში გაძევებული პსჟ-ს მცველები ვილიან პაჩო და ლიუკა ერნანდესი ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, ტურნირზე ვერ ითამაშებენ და კლუბის ხელმძღვანელობის ნებართვით მათ გუნდი დატოვეს.
„პარიზიენი“ წერს, რომ ისტ რატერფორდში, სადაც თამაში ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყება, ტემპერატურა 33 გრადუსია, მწვრთნელი ლუის ენრიკე კი ძირითად შემადგენლობაში ორ ერთ ცვლილებას განახორციელებს – სასტარტოში ვილიან პაჩოს და ბრედლი ბარკოლას ნაცვლად ლუკას ბერალდოს და უსმან დემბელეს დააყენებს.
13 ივლისს, ფინალურ მატჩზე დასწრებას აშშ-ის პრეზიდენტი აპირებს.
“ლიონმა” “რომას” მიქაუტაძის სანაცვლოდ გიჟური თანხა მოსთხოვა – Corriere dello Sport შესაძლო ტრანსფერზე
[VIDEO] “რეალმა” “იუვენტუსს” მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა
“რეალმა” “დორტმუნდს” სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
“რეალი” ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა – საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
“კვარას” მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და “რეალთან” დიდი მატჩის მოლოდინი
“რეალმა” როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა – ბრაზილიელის დამატება “არსენალს” სურს
“ბაიერნი” პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
პსჟ-ს და “ბაიერნის” პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა