“რუსთავი 2” მაყურებლისთვის ახალ გადაცემებს ამზადებს

“რუსთავი 2” მაყურებლისთვის ახალ გადაცემებს ამზადებს. არხს უბრუნდება ერთ – ერთი ყველაზე რეიტინგული მეგა შოუ, რომელიც ჯერ სიურპრიზად რჩება. ის, რაც უკვე საჯაროდ არის ცნობილი, “პრაიმ ჰაუსს” უკავშირდება. მაყურებლის რჩეული რეალითი შოუ ახალი წლიდან ახალი, საფინალო სეზონით ბრუნდება. კონკურსანტებს , რომლებიც მთელმა საქართველომ უკვე კარგად გაიცნო, “პრაიმ ჰაუსში” კვლავ ნახავთ.
შემადგენლობა ვარსკვლავური, სახელი კი სიმბოლურია – “პრაიმ ჰაუს ოლ სთარი”.
უკვე დაანონსდა არხზე ყველაზე გემრიელი შოუს ახალი სეზონიც. ბრძოლა კულინარიული წესებით – “შეფების ლიგა” უფრო გრანდიოზული და მასშტაბური მეორე სეზონისთვის ემზადება. გელოდებათ ახალი სერიალებიც.
სანამ მომდევნო სეზონი სტარტს აიღებს, არხზე ნამდვილი დღესასწაული საახალწლო ეთერით დაიწყება. 3 იანვარს თეატრალურის კვარტეტის 20 წლიანი შემაჯამებელი კონცერტი გელოდებათ, ასევე ჩვენთან იხილავთ შვიდკაცას საიუბილეო კონცერტს.

ასევე დაგაინტერესებთ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ტრამპს სთხოვა ითამაშოს აქტიური როლი კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარების პროცესში. ეს ტემპი თუ შენარჩუნდება, ტრამპის სამშვიდობო მატარებლის შემდეგი გაჩერება – საქართველო უნდა იყოს

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში – ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში