თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირის ფასი კვადრატულზე $9.3-მდე შემცირდა – Galt&Taggart

2025 წლის მაისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ2) ქირის ფასი თვეში მცირედით, 2.0%-ით შემცირდა და კვადრატულზე 9.3 დოლარი შეადგინა, – ინფორმაციას Galt&Taggart-ი საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაში ავრცელებს.
გარდა ამისა, 2025 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები მცირედით გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე და 2025 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებლებს შესაბამისად 6.4%-ით და 11.8%-ით გადააჭარბა.