ამ წუთებში ახალ ზელანდიაში 2024 წელი დგება

ამ წუთებში, ახალ ზელანდიაში 2024 წელი დგება . ოკლენდი ძველ წელს გრანდიოზული ფოიერვერკით აცილებს. განათებების ულამაზესი შოუ, ათ წუთზე მეტ ხანს გაგრძელდება.
სანახაობისთვის ნახევარ ტონამდე პირო-ტექნიკა დაიხარჯება. საახალწლო შოუსთვის ქვეყანაში ჯერ კიდევ 6 თვით ადრე ემზადებოდნენ.