თანამდებობა დატოვა “ხარებას” მეორე მოადგილემ, მილერი ლაგაზაურმაც

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის მოადგილემ, მილერი ლაგაზაურმა თანამდებობა დატოვა. “ნეტგაზეთს” შინაგანს საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მან სამსახური “პირადი განცხადების საფუძველზე” მიიღო.
შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ორი დღის წინ, 6 ივლისს დაადასტურა ინფორმაცია დეპარტამენტის უფროსის კიდევ ერთი მოადგლის, მირზა კეზევაძის სისტემიდან წასვლის შესახებ. ამავე დღეს, დარახველიძემ დაადასტურა გდდ-ის კიდევ ერთი მაღალჩინოსნის, იოსებ მარგველაშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია. დარახველიძე ირწმუნება, რომ ორივე შემთხვევაში მიზეზი “პირადი გადაწყვეტილება იყო”.
თავად ზვიად ხარაზიშვილის სამინისტროდან წასვლის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი თვის წინ, 2025 წლის ივნისში გავრცელდა. გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციაზე ის რომან ქარცივაძემ ჩაანაცვლა.
ამავე თემაზე:
· სად მიდიან -ისა და UK-ის მიერ სანქცირებული ფიგურები