ირაკლი კობახიძე – იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული პარტიები 5%-იანი ბარიერის ზემოთ ამოვიდნენ, კეზერაშვილის თაოსნობით „ნაცმოძრაობის“ რეიტინგის ხელოვნურად დაწევა ხდება – ფაქტია, რომ საჩვენოდ მუშაობენ

იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პარტიები 5%-იანი ბარიერის ზემოთ ამოვიდნენ, კეზერაშვილის თაოსნობით „ნაცმოძრაობის“ რეიტინგის ხელოვნურად დაწევა ხდება – ეს ყველაფერი ძალიან კარგია, ფაქტია, რომ საჩვენოდ მუშაობენ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სწორედ აღნიშნულ ტაქტიკას უკავშირდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ს დანიშვნა და პარტიაში „გაუთავებელი კინკლაობა“.
„აშკარად, ვიღაცის მხრიდან მიღებული ტაქტიკური გადაწყვეტილებაა, რომ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი მაქსიმალურად დაბლა დაწიონ. ეს არის ტაქტიკური გათვლა რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პარტიები ამოვიდნენ 5%-იანი ბარიერის ზემოთ , ამიტომ კეზერაშვილის თაოსნობით, ხელოვნურად ხდება „ნაცმოძრაობის“ რეიტინგის დაბლა დაწევა. ამიტომ დანიშნეს ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ, ამიტომ ხდება გაუთავებელი კინკლაობა პარტიის შიგნით, რა უნდა კაცის გარიცხვას თუ გინდა. აქამდე გარიცხავდი, თუ „ნაცმოძრაობის“ სრული დაკნინება არ გაწყობს. რეალურად ჩანს ტაქტიკა, რომელიც ნაცმოძრაობის რეიტინგის კლებისკენაა მიმართული. ეს კეთდება კეზერაშვილის ხელით“, – განაცხადა ირაკლი მ.
რაც შეეხება 5%-იან საარჩევნო ბარიერს, კობახიძე ამბობს, რომ პარტია, რომელსაც აღნიშნული ზღვრის გადალახვა არ შეუძლია, რეალურად პარტია არაა.
„საქართველო პატარა ქვეყანაა და 5%-ის აღებას დაახლოებით 95 ათასი ხმა სჭირდება. როდესაც ამას ვერ იღებ, ნიშნავს იმას, რომ რეალურად პარტია არ ხარ. თუ გადახედავთ პოლიტიკურ სუბიექტებს, როგორიცაა „ლელო“, „გირჩი“, გახარია, სინამდვილეში არცერთი არაა პოლიტიკური პარტია. არიან რამდენიმე კაცისგან შემდგარი კლუბები და სწორედ ამიტომ ვერ იღებენ 5%-ს. ასეთი პარტიებისთვის ბარიერის დაწევა არ იქნებოდა რაციონალური და არც ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას მათ სასარგებლოდ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ბარიერის დაწევის საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება შეფასებებს, რომ „ოცნება“ აღნიშნულ საკითხზე დაპირებას არ ასრულებს, კობახიძე ამბობს, რომ როდესაც ცნობილი გახდა, რომ 2022 წლის დეკემბერში ევროპული საბჭო საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე აღარ იმსჯელებდა, ხელისუფლებამ თქვა, რომ დაპირება ანულირებული იყო, „რადგან ის სწორედ საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა“.
„რაც შეეხება ე.წ. დაპირებას. ეს არის აბსოლუტური სიცრუე. თავის დროზე, 2022 წელს, როდესაც დაპირება გაიცა, ეს უკავშირდებოდა 2022 წლის დეკემბერში საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას, თუმცა მაშინ საბჭოს საერთოდ არ უმსჯელია საქართველოსთან დაკავშირებით, ამიტომ ეს დაპირება დღის წესრიგიდან მოიხსნა“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება