დევიდ კამერონი – ირანი პასუხისმგებელია წითელ ზღვაში ჰუსიტების მხრიდან თავდასხმების აღკვეთაზე

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადებით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანთან საუბრისას მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ირანი იზიარებს პასუხისმგებლობას წითელ ზღვაში ჰუსიტების მხრიდან თავდასხმების აღკვეთაზე.
”მკაფიოდ განვაცხადე, რომ ირანი იზიარებს პასუხისმგებლობას ამ თავდასხმების თავიდან აცილებაზე, ჰუსიტებისადმი მათი დიდი ხნის მხარდაჭერის გათვალისწინებით,” – აღნიშნა ბირტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, თავდასხმები საფრთხეს უქმნის უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს და გლობალურ ეკონომიკას.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ -ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ორი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა ჩამოაგდო და სამი პატარა ნავი ჩაძირა მას შემდეგ, რაც ჰუსიტები წითელ ზღვაში ოთხი ნავით საკონტეინერო ხომალდს დაესხნენ თავს. გავრცელებული ინფორმაციით, ნავებზე მყოფი ეკიპაჟი დაიღუპა, მეოთხე ნავმა კი გაქცევა მოახერხა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, კომერციული გემი Maersk Hangzhou-ი რეგისტრირებულია სინგაპურში, ხოლო მართავს დანიური ფირმა და მის საკუთრებას წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ნინო დათაშვილი სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დასწრებას ითხოვს – მას თიაქარის გამო მწვავე ტკივილები აქვს, რასაც, ბუნებრივია, ემოცია ახლავს, პროკურატურამ კი გადაწყვიტა, შეამოწმოს, რამდენად შერაცხადია, ამიტომ არის ეს უკანონო

ზვიად ქორიძე – მოსამართლეს აქვს პოლიტიკური დავალება, რომ მზია ამაღლობელი აწამოს – ნინო სახელაშვილი ვერ გამოიტანს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ის დამნაშავედ გამოიყვანოს, დამნაშავეა ეს სისტემა