დაბრუნება 18 წლის შემდეგ – ანხელ დი მარია კვლავ “როსარიო სენტრალში” ითამაშებს

37 წლის არგენტინელი შემტევი ანხელ დი მარია კარიერას “როსარიო სენტრალში” განაგრძობს. ის ბოლოს “ბენფიკაში” თამაშობდა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი ახალ გუნდთან კონტრაქტის დეტალები არ გახმაურებულა.
შეხსენებისთვის, დი მარია სწორედ “როსარიო სენტრალის” აღზრდილი გახლავთ და 2007 წელს “ბენფიკაში” 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.
დი მარიამ მშობლიურ გუნდში დაბრუნების შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა. გასულ სეზონში მან “ბენფიკას” მაისური ყველა ტურნირზე 44 შეხვედრაში მოირგო, სადაც 19 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
“ნაპოლი” ოსიმენს ემუდარება – ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო
არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელად მარკო რუბენი დასახელდა