როდესაც თვეების განმავლობაში, გეგმაზომიერად, მიზანმიმართულად, ძირს უთხრიან ეუთო/ოდირის რეპუტაციას, მაშინ ნუ გაუკვირდებათ ჩვენი გადაწყვეტილება, როდესაც თავს ვიკავებთ ვინმეს მოწვევისგან

როდესაც თვეების განმავლობაში, გეგმაზომიერად, მიზანმიმართულად, ძირს უთხრიან ეუთო/ოდირის რეპუტაციას, მაშინ ნუ გაუკვირდებათ ჩვენი გადაწყვეტილება, როდესაც თავს ვიკავებთ ვინმეს მოწვევისგან
როდესაც თვეების განმავლობაში, გეგმაზომიერად, მიზანმიმართულად, ხევენ და ძირს უთხრიან ეუთო/ოდირის რეპუტაციას, მაშინ ნუ გაუკვირდებათ ჩვენი გადაწყვეტილება, როდესაც თავს ვიკავებთ ვინმეს მოწვევისგან იმიტომ, რომ ვერ ვხედავთ ღირებულებას, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება, ოპონენტებს სწორედ ამას ეუბნებოდა, რომ თუ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიებში ღირებულებას ხედავდნენ, მაშინ, პატივი ეცათ მათი დასკვნებისა და გადაწყვეტილებებისთვის. „ამას ვეუბნებოდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში: თუ თქვენ ხედავთ ეუთო/ოდირში, მის სადამკვირვებლო მისიებში ღირებულებას, მაშინ, პატივი ეცით მათ გადაწყვეტილებებს, პატივი ეცით მათ დასკვნებს და დაკვირვებებს.
პრობლემის წყაროს სხვაგან ეძებენ, ამ პრობლემის წყაროარის იმ გაუმჭვირვალე ფულში, იმ რადიკალიზაციაში, იმ შეტევებში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომელიც ჩვენ ვნახეთ გასული თვეების განმავლობაში,“ – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში