ახალ ზელანდიასა და კუნძულ კირიტიმატზე ახალი, 2024 წლის დადგომა იზეიმეს

დღეს მსოფლიო 2024 წლის დადგომას ზეიმობს – რამდენიმე წუთის წინ ახალი წელი დადგა ახალ ზელანდიაში. დაახლოებით 1 საათის წინ 2024 წლის დადგომა, წყნარ ოკეანეში კუნძულ კირიტიმატზე უკვე იზეიმეს. ეს კუნძულები მსოფლიოს პირველი ნაწილია, სადაც ახალი წელი ყველაზე ადრე დგება.
კირიტიმატის კუნძულებზე ახალი წლის დადგომიდან 15 წუთში, 2024 წელი ასევე იზიემა ჩატემის კუნძულებმა, რომელიც ახალი ზელანდიის ნაწილს ნაწილს წარმოადგენს. ჩატემის კუნძულებზე დაახლოებით 700 ოჯახი ცხოვრობს.
2024 წელი, ერთ საათში დადგება ფიჯის კუნძულებზე, 2 საათში ავსტრალიის უმეტეს ნაწილში, მათ შორის სიდნეისა და მელბურნში. ჩვენი დროით 7 საათზე ახალ წელს იზეიმებენ იაპონიასა და სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეაში.