უკრაინის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, გასულ დღეს დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვეში რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
დაზიანდა ექვსი მაღალსართულიანი შენობაც. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა, სავარაუდოდ, S-300 ტიპის რაკეტით განხორციელდა.
