ირაკლი ლექვინაძე ჟენევაში UNCTAD-ის საერთაშორისო კონფერენციას პრეზიდენტის რანგში ხელმძღვანელობს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიწვევით, მე-9 საერთაშორისო კონფერენციას ჟენევაში პრეზიდენტის რანგში ხელმძღვანელობს.
UNCTAD-ის მიერ ორგანიზებულ გაეროს მეცხრე კონფერენციას კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის საკითხებზე 100-ზე მეტი ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის უწყების ხელმძღვანელი, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტი და აკადემიური წრის წარმომადგენლები ესწრებიან.
კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი ლექვინაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს საკვანძო სესიები – სა და კონკურენციის პოლიტიკის გავლენის შესახებ გლობალურ კვების ჯაჭვზე. ღონისძიების მიზანია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის გლობალური კოორდინაციისა და მდგრად განვითარებაზე მორგებული მიდგომების განხილვა და შემუშავება, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და განვითარებადი ქვეყნების ტექნიკური დახმარების გაძლიერება.
პრეზიდენტის სტატუსით საქართველოს მონაწილეობა UNCTAD ის კონფერენციაში პირველად ხორციელდება. სტატუსი ადასტურებს მზაობას, აქტიური პარტნიორის როლით განამტკიცოს სამართლიანი კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტები.
9 ივლისს, დაგეგმილია ირაკლი ლექვინაძის მოხსენება პანელურ დისკუსიაში თემაზე: „კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის სინერგია“. 8 ივლისს კი გაიმართება ორმხრივი შეხვედრა Consumers International-ის გენერალურ დირექტორ ჰელენა ლეურენტთან. სამუშაო ვიზიტში ასევე მონაწილეობს GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სერგო სანიკიძე.
გაეროს ვაჭრობის და განვითარების მე-9 საერთაშორისო კონფერენცია, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, 7-11 ივლისს იმართება.