რაც ქართველი ხალხისთვისაა საჭირო, მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს მივიღებთ! – გიორგი ჩაკვეტაძე

რაც ქართველი ხალხისთვისაა საჭირო, მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს მივიღებთ! – გიორგი ჩაკვეტაძე
ეუთო/ოდირი მოიწვიეთო, მერე რა, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არ აკვირდება ხოლმეო, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, ოპოზიციის მოთხოვნას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, აღსანიშნავია, რომ ამ მოთხოვნის პარალელურად, ოპოზიცია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის დასკვნას არ აღიარებს.
“ეუთო/ოდირი მოიწვიეთო მერე რა, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არ აკვირდება ხოლმეო მერე რა, თუ საპარლამენტო არჩევნებზე მის დასკვნას არ ვაღიარებთო მერე რა, თავისუფალი და კონკურენტული თუ იყო, სანამ აგენტურა არ გაიმარჯვებს, ასეა საჭიროო… რაც ქართველი ხალხისთვისაა საჭირო, მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს მივიღებთ!” – წერს გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი “ტვ პირველზე”: ეს უბადრუკები ცდილობენ ჩემი მწარე ირონიით ნათქვამი პასუხი ამ ალოგიკურ შეკითხვაზე – ანუ ვიღაცამ თორნიკეს მაგივრად იქვე დაწერა წერილიო – ისე წარმოაჩინონ თითქოს წერილის არსებობა დავაყენე ეჭვქვეშ – აქოთებულია კონკრეტული მედიასვრცე ამ სისხლმოწყურებულთა ინტერპრეტაციებით