სანდრო რაქვიაშვილი – კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, ამით არაფორმალური მმართველობის პრობლემა მინიმუმ მოიხსნა – მოლოდინი მაქვს, ვიღაც თანამდებობას დატოვებს

კარგია პოლიტიკაში რომ დაბრუნდა, ამით არაფორმალური მმართველობის პრობლემა მინიმუმ მოიხსნა, მაგრამ ცალსახად გამოჩნდა ერთპიროვნული მმართველობის ამბავი , – ასე შეაფასა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.
მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, შესაძლოა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა თანამდებობა დატოვოს.
„ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი თავი აირჩია პარტიის ლიდერად. ისეთი გარემო იყო, ჩინეთში რომ ხდება ხოლმე, ლიდერს რომ ტაშს უკრავენ და ეიფორია აქვთ. კარგად ჩანს, რომ ეს ადამიანი აკონტროლებს ხელისუფლებას და ეს არის მთავარი პრობლემა და არა სხვა, რაზეც საუბრობენ. ცხადია, ეს „ქართული ოცნების“ პრობლემაზე მიუთითებს, მაგრამ რაში მდგომარეობს პრობლემა, ღარიბაშვილის კორუფციაში ყოფნა, საგარეო პოლიტიკის ნაწილი თუ რაღაც სხვა, ამას დრო გვაჩვენებს, იმიტომ, რომ ცხადია, ივანიშვილის მოსვლა ნათლად აისახება პერსონალებზე. მოლოდინი მაქვს, რომ ვიღაც თანამდებობას დატოვებს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, ამიერიდან ადამიანებს აღარ მოუწევთ ფიქრი იმაზე, ცალკეული გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო თუ მ.
ს შეფასებით, ცხადია, რომ მთელი პასუხისმგებლობა ივანიშვილს დაეკისრება.
ინფორმაციისთვის, 30 დეკემბერს “ქართული ოცნების” ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.

ასევე დაგაინტერესებთ