თბილისში არასრულწლოვანი მიტოვებულ შენობაში მოტყუებით წაიყვანეს, მასზე იძალადეს და ღირსების შემლახველი ვიდეოები გადაუღეს – დაკავებულია 9 პირი

თბილისში არასრულწლოვანი მიტოვებულ შენობაში მოტყუებით წაიყვანეს, მასზე იძალადეს და ღირსების შემლახველი ვიდეოები გადაუღეს – დაკავებულია 9 პირი
პო­ლი­ცი­ამ არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტზე 9 პირი და­ა­კა­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას უწყე­ბა ავ­რცე­ლებს. თბი­ლის­ში არას­რულ­წლო­ვა­ნი მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში მო­ტყუ­ე­ბით წა­იყ­ვა­ნეს, მას­ზე იძა­ლა­დეს და ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ე­ბი გა­და­უ­ღეს.
“წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით, არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ა., 2006 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.მ., 2007 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ბ., 2008 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ. მ., 2008 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ. ჯ., 2008 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.შ., 2010 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ. ხ., 2010 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ო., და 2011 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.რ. და­ნა­შა­უ­ლი 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, არას­რულ­წლო­ვან­მა მ.ხ.-მ, ასე­ვე არას­რულ­წლო­ვა­ნი ა.ხ. მო­ტყუ­ე­ბით წა­იყ­ვა­ნა თბი­ლის­ში, ერთ-ერთ მეტ­რო­სად­გურ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში, სა­დაც ა.ხ.-ს სხვა ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი დახ­
ვდნენ.
· ად­გილ­ზე მომ­ხდა­რი სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ, და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა ა.ხ.-ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­დეს, ასე­ვე, ცივი ია­რა­ღით, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს და მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის, ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი იძუ­ლე­ბის და ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი ქმე­დე­ბე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ი­ღეს.
სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კი­სას, მათი კუთ­ვნი­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, ნა­ცის­ტუ­რი სიმ­ბო­ლი­კის ნივ­თე­ბი, ცივი და პნევ­მა­ტუ­რი ია­რა­ღე­ბი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს. გა­მო­ძი­ე­ბა, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტზე, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 144-ე ტერ­ცია მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ე“ და „ზ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს” – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება