უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთის მიერ ხარკოვზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება. ზელენსკის თქმით, ყველა რუსული რაკეტისთვის ტერორისტული სახელმწიფო პასუხს აგებს.
“ხარკოვში ახლა კიდევ ერთი სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ყველა ასეთი იერიშისთვის ხარკოვის რეგიონში, ხერსონის რეგიონში, დონეცკის და ზაპოროჟიეს ქალაქებსა და სოფლებში, ყველა იერიშისთვის ოდესაში, სუმში, კიევში, ყველა ჩვენს ქალაქში, ყველა “შაჰიდისთვის,” ყველა რუსული რაკეტისთვის ტერორისტული სახელმწიფო პასუხს აგებს პოლიტიკურადაც და პრაქტიკულადაც,” – ამბობს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიში რაკეტებითა და დრონებით მიიტანეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 26 ადამიანი დაშავდა.