პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ იაპონიასა და სამხრეთ კორეას 25%-იან ტარიფებს დააწესებს 1-ლი აგვისტოდან დაუწესებს.
მისი თქმით, ეს ხდება, რადგან ადმინისტრაცია კვლავ აწარმოებს სავაჭრო მოლაპარაკებებს ამ ქვეყნებთან, თუმცა მუდმივი შეუთანხმებლობის ფონზე.
25%-იანი ტარიფები შეესაბამება იმ საწყის ტარიფებს, რომლებიც ტრამპმა აპრილში მოკლევადიანად დააწესა ამ ორ ქვეყანაზე. თუმცა, ტრამპის პოსტებიდან ირკვევა, რომ ტარიფების ძალაში შესვლის ვადა გადავადდა 9 ივლისიდან 1 აგვისტომდე, რაც მოლაპარაკებების გაგრძელების საშუალებას იძლევა.
ტრამპი ასევე აღნიშნავს, რომ თუ რომელიმე ქვეყანა საპასუხო ტარიფების დაწესებას ეცდება, ამერიკა 25-პროცენტიან ტარიფს კიდევ ანალოგიურ განაკვეთს დაუმატებს – როგორც საპასუხო ნაბიჯს.
ტრამპის თქმით, თუ ქვეყნები გახსნიან თავიანთ ბაზრებს ამერიკული საქონლისთვის, მაშინ მან „შესაძლოა, შეცვალოს ეს გადაწყვეტილება“.
ტრამპის თქმით, იაპონიასა და სამხრეთ კორეაზე დაწესებული ტარიფები განსახვავებული იქნება ნებისმიერი „სექტორული“ ტარიფისგან, რაც მან უკვე დააწესა. ეს ეხება იმ მოსაკრებლებს, რაც უკვე ავტომობილებზე, მათ ნაწილებზე, ფოლადზე და ალუმინზე 1962 წლის ვაჭრობის გაფართოების აქტის 232-ე მუხლის საფუძველზე — რომელიც პრეზიდენტს უფლებამოსილებას აძლევს, შეზღუდოს იმპორტი “ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით”.
იაპონია და სამხრეთ კორეა დიდი ექსპორტიორები არიან როგორც ავტომობილების, ისე ფოლადის მიმართულებით და დიდი ხანია ცდილობენ აღნიშნული ტარიფებისგან გათავისუფლებას. გარდა ამისა, ტრამპი ამბობს, რომ დამატებით 232-ე მუხლის საფუძველზე ტარიფებს დააწესებს კიდევ შვიდ სექტორზე, მათ შორის: ფარმაცევტულზე, ნახევარგამტარებზე, სპილენძზე, რეაქტიულ ძრავებზე, ხეზე, სატვირთოებზე და სტრატეგიულ მინერალებზე.
ტრამპის მთავარი სავაჭრო მოლაპარაკებების ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს მიაღწიოს შეთანხმებას როგორც იაპონიასთან, ისე სამხრეთ კორეასთან — ქვეყნებთან, რომლებიც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორები არიან წყნარ ოკეანეში, ჩინეთის გაძლიერების ფონზე. თუმცა სამხრეთ კორეაში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა რამდენიმე თვით შეაჩერა რეალური მოლაპარაკებები, ხოლო იაპონიამ, რომელსაც ამ თვეში არჩევნები ელოდება, განაცხადა, რომ რაიმე შეთანხმება მხოლოდ მაშინ იქნება მისაღები, თუ ის სრულად გააუქმებს ავტომობილებზე დაწესებულ ტარიფებს.
