მალტის მთავრობამ საჯარო განხილვისთვის წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ევთანაზიის დაშვებას ითვალისწინებს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
წინადადების თანახმად, სიცოცხლის ნებაყოფლობით დასრულების უფლება მხოლოდ იმ ზრდასრულებს მიენიჭებათ, რომლებსაც გამოჯანმრთელების შანსი არ აქვთ და ექიმები ადასტურებენ, რომ მათ სიცოცხლის ექვს თვეზე მეტი არ დარჩათ.
ნებართვის მისაღებად პაციენტმა უნდა ამოწუროს მკურნალობის ყველა შესაძლო მეთოდი. თუმცა, ევთანაზია მხოლოდ ფიზიკური ჩვენებების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი – ფსიქიკური აშლილობები არ იქნება საფუძველი. პაციენტმა თავად უნდა მიიღოს პრეპარატი – ექიმები მას მხოლოდ მიაწვდიან.
