კულტურის ნაკლებობაა, როდესაც პირდაპირ თუ ირიბად, შენც გაქვს მონაწილეობა მიღებული ივანიშვილის ძარცვაში, თუმცა, არც ერთხელ გამოგითქვამს შენი პირადი დამოკიდებულება “სანაქებო” შვეიცარიელი ჯიბგირების მიმართ

კულტურის ნაკლებობაა, როდესაც პირდაპირ თუ ირიბად, შენც გაქვს მონაწილეობა მიღებული ივანიშვილის ძარცვაში, თუმცა, არც ერთხელ გამოგითქვამს შენი პირადი დამოკიდებულება “სანაქებო” შვეიცარიელი ჯიბგირების მიმართ
პენსიონერმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილზე თქვა: “ის თავის ინტერესებს ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებსო, როდესაც დასანქცირების მიზეზით ჩემთან შეხვედრაზე უარი განაცხადა”. ამ სისულელის თქმას მის საპენსიო ასაკსაც ვერ დავაბრალებ, უფრო მენტალობასა და კულტურებს შორის სხვადასხვაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი ხალხის სასარგებლოდ 3-მილიარდიანი ქველმოქმედება დანიგანის დაბრალებასთან როგორი თავსებადია, ვერ გეტყვით, – წერს “ხალხის ძალის” წევრი თავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, კულტურის ნაკლებობაა, როდესაც პირდაპირ თუ ირიბად, შენც გაქვს მონაწილეობა მიღებული ივანიშვილის ძარცვაში, თუმცა არც ერთხელ არ გამოგითქვამს შენი პირადი დამოკიდებულება “სანაქებო” შვეიცარიელი ჯიბგირების მიმართ. “პენსიონერმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილზე თქვა: “ის თავის ინტერესებს ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებსო, როდესაც დასანქცირების მიზეზით ჩემთან შეხვედრაზე უარი განაცხადა”.
ამ სისულელის თქმას მის საპენსიო ასაკსაც ვერ დავაბრალებ, უფრო მენტალობასა და კულტურებს შორის სხვადასხვაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარი ხალხის სასარგებლოდ 3-მილიარდიანი ქველმოქმედება დანიგანის დაბრალებასთან როგორი თავსებადია, ვერ გეტყვით. აქ უფრო 250-წლოვანი მენტალობის ჭიდილია 3500-წლოვანთან. ჩამოუყალიბებელი და “გენდერულად მრავალფეროვანი” მენტალობის – უძველეს და მარტივ ქრისტიანულთან. ამიტომ, ალბათ უფრო ეპატიება, ვიდრე კრიტიკის საგანს უნდა წარმოადგენდეს ჩვენი მხრიდან. კულტურის ნაკლებობაა, როდესაც პირდაპირ თუ ირიბად, შენც გაქვს მონაწილეობა მიღებული ივანიშვილის ძარცვაში, თუმცა არც ერთხელ არ გამოგითქვამს შენი პირადი დამოკიდებულება “სანაქებო” შვეიცარიელი ჯიბგირების მიმართ…
დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, სულ სხვა დამოკიდებულება ექნებოდა ამ ვიზიტთან მიმართებით, თუნდაც ერთი განცხადება რომ გაკეთებულიყო დანიგანის მიერ ამ უსამართლობასთან დაკავშირებით. სამაგიეროდ, დანიგანის გამოზრდილი მედია-სვავები მომენტალურად მისცემდნენ ამ შეხვედრას, ივანიშვილის მხრიდან საკუთარი თანხების ბედით დაინტერესების ელფერს. მაგრამ ამდენს რომ ხვდებოდე, ჩვენს მანტალობასა და კულტურას შორის ესოდენ ფანტასტიკური და გადაულახავი (250 და 3500 წელი) უფსკრული არ უნდა იყოს. ამიტომაც – ვაპატიოთ პენსიონერ დანიგანს, ვაპატიოთ…” – წერს ქართველიშვილი.
Next: რატომ უთხრა ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი, ეს დანიგანმა ვერ, თუ არ გაიგო, დავაბრალოთ თარჯიმანს?! შეხვედარზე უარი ითქვა იმის გამო, რომ ვინმეს იმის განცდა არ გასჩენოდა, სანქციების ქვეშ მყოფი ბატონი ივანიშვილი თავის ინტერესებს ქვეყნისაზე უფრო წინ აყენებს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ დაამტკიცა საპირისპირო

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული