თეთრ სახლში ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს შეხვდება

Reuters-ის ინფორმაციით, ს პრემიერ-მინისტრი ორშაბათს თეთრ სახლში -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.
ასევე, ცნობილია, რომ ისრაელის ოფიციალური პირები დაჯგუფება „ჰამასთან” არაპირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავენ, რომელთა მიზანია, აშშ-ის შუამავლობით ღაზაში მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევაა.
ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არსებობს დიდი შანსი, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიმდინარე კვირაში მიაღწიონ.
მას შემდეგ, რაც ტრამპი იანვარში აშშ-ის პრეზიდენტი ახალი ვადით გახდა, ეს თეთრ სახლში ნეთანიაჰუს მესამე ვიზიტი იქნება.