ალექსი ახვლედიანის ადვოკატი – რთულია ახლა ამ ადამიანთან საუბარი ისეთი სტრესი აქვს მიღებული, ვერ დაველაპარაკე, უმძიმეს მდგომარეობაშია

ვერ დაველაპარაკე, უმძიმესი სტრესულ მდგომარეობაშია , – ამის შესახებ ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განაცხადა.
ადვოკატის განცხადებით, ახვლედიანს ჯერ ბრალი არ აქვს წარდგენილი, ამიტომ საქმის მასალებთან წვდომა არ ჰქონია.
„ჯერ ბრალი არ აქვს წარდგენილი ბატონ ალექსის. ვიდრე ბრალს არ წარუდგენენ, საქმის მასალებთან არ მაქვს წვდომა. ხანმოკლე ვიზიტი მქონდა გამომდინარე იქედან, რომ რთულია ახლა ამ ადამიანთან საუბარი ისეთი სტრესი აქვს მიღებული. ვერ დაველაპარაკე, უმძიმეს მდგომარეობაშია. კითხვაც ვერ დავუსვი, უბრალოდ მოვიკითხე ჯანმრთელობის მდგომარეობა და ხომ არაფერი ესაჭიროებოდა ამ ეტაპზე, რაიმე დახმარება ხომ არ ჭირდებოდა“, – განაცხადა ლალი აფციაურმა.
ცნობისთვის, დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მოგვიანებით კი, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…