კიევისადმი საფრანგეთის მხარდაჭერის შემცირების მიზნით, რუსეთი ძალისხმევას აძლიერებს – “ვაშინგტონ პოსტი”

კიევისადმი საფრანგეთის მხარდაჭერის შემცირების მიზნით, რუსეთი ძალისხმევას აძლიერებს. მოსკოვის პროპაგანდისტული ძალისხმევა უკრაინის წინააღმდეგ ომის ნაწილია, – ამის შესახებ “ვაშინგტონ პოსტი” წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ევროპული სადაზვერვო სააგენტოს მიერ მოპოვებული კრემლის დოკუმენტები აჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინის შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირი-ენკომ კრემლის პოლიტიკურ სტრატეგებს დაავალა საფრანგეთში პოლიტიკური უთანხმოების ხელშეწყობა, სოციალური მედიისა და ფრანგი პოლიტიკური აქტივისტების მეშვეობით. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ მოსკოვის მიზანია, ძირი გამოუთხაროს უკრაინის მხარდაჭერას. კრემლის სტრატეგიებს შორის იყო მტკიცება, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებმა ზიანი მიაყენა საფრანგეთის ეკონომიკას , რის შედეგადაც ქვეყანა ყველაზე ღრმა სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისშია.
ამას გარდა, პროპაგანდით უნდა გაავრცელონ აზრი, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებამ საფრანგეთი თავდაცვისთვის იარაღის გარეშე დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”