„ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირში გაწევრების მოლოდინი არ აქვს 46%-ს – კვლევა

საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 46 პროცენტი აცხადენს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინი არ აქვს. ამის შესახებ წერია „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში.
კითხვაზე, [ვისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არის] ევროკავშირში გაწევრიანება მეტად მოსალოდნელი, პასუხები ასე გადანაწილდა:
· „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში – 14%;
· თუ ხელისუფლებაში პროევროპული ოპოზიცია მოვა – 46%;
· ორივეს შემთხვევაში – 14%;
· არც ერთი – 10%;
· არ ვიცი / უარი პასუხზე – 16%.
მხარდამჭერების მიხედვით:
პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლები:
· „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში – 1%;
· თუ ხელისუფლებაში პროევროპული ოპოზიცია მოვა – 81%;
· ორივეს შემთხვევაში – 7%;
· არც ერთი – 5%;
· არ ვიცი / უარი პასუხზე – 5%.
„ქართული ოცნების“ ამომრჩეველი:
· „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში – 49%;
· თუ ხელისუფლებაში პროევროპული ოპოზიცია მოვა – 6%;
· ორივეს შემთხვევაში – 19%;
· არც ერთი – 8%;
· არ ვიცი / უარი პასუხზე – 18%.
„ქართული ოცნების“ ამომრჩევლების ჯგუფში თითქმის ყოველი მეორე (49%) ფიქრობს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ევროკავშირში გაწევრება მოსალოდნელია“, – წერია კვლევაში.
კვლევის შესახებ
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ (ISSA) 2025 წლის ივნისში ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის განწყობებისა და მოსაზრებების შესწავლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
გამოიკითხა საქართველოს 2 ათასი სრულწლოვანი მოქალაქე პირდაპირი ინტერვიუს გზით. შერჩევის ცდომილება: ±2.2% , 95%-იანი სანდოობით გამოპასუხების წილი: 71%.
საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში. კვლევის დონორი იყო „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, კვლევის განმახორციელებელი – “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი” (ISSA).
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…