ყველა ფინანსურ გამოწვევას მომზადებული ვერ შეხვდები, მაგრამ მოულოდნელი საჭიროებების დროს ფინანსური გამოსავალი ყოველთვის არსებობს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლიდერ კრედიტი“ მომხმარებლებს ასეთ დროს სთავაზობს სწრაფ და მოქნილ ფინანსურ მხარდაჭერას, რაც ოქროს და ავტო ლომბარდებს, ვალუტის გაცვლისა და ფულადი გზავნილების სერვისებს მოიცავს.
ოქროს ლომბარდი
„ლიდერ კრედიტში“ ოქროს ლომბარდი საუკეთესო პირობებითაა ხელმისაწვდომი. აქ თქვენი ოქროს ნაკეთობები მაღალი კურსით ფასდება, ხოლო სესხის მოცულობა, რომელიც 200-დან 100 000 ლარამდე მერყეობს, ნივთის წონის, სინჯისა და ნაკეთობის ხარისხის მიხედვით განისაზღვრება.
გადახდის პირობები გამოირჩევა მოქნილობით: შეგიძლიათ დაფაროთ მხოლოდ ყოველთვიური პროცენტი, ძირი თანხა პროცენტთან ერთად, ან აირჩიოთ პროცენტის კვარტალური (ყოველ სამ თვეში ერთხელ) გადახდა. ამასთანავე, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, სესხი ნაწილობრივ, ვადაზე ადრე დაფაროს ან ქისიდან სასურველი ნივთი ამოაკლოს.
სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ბინადრობის მოწმობა.
ავტო ლომბარდი
ავტო ლომბარდის სერვისი საშუალებას გაძლევთ, ავტომობილის უზრუნველყოფით მიიღოთ თანხა და, ამავდროულად, განაგრძოთ მისი ყოველდღიური გამოყენება. სესხის დამტკიცებისა და თანხის მიღების პროცედურა, როგორც წესი, 30 წუთამდე გრძელდება, სესხის მოცულობა კი 2,000-დან 200,000 ლარამდეა განსაზღვრული.
სერვისით სარგებლობისთვის, ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ თქვენს მფლობელობაში არსებული ავტომობილი მინიმუმ 2005 წელს იყოს გამოშვებული. ამ პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეგიძლიათ ესტუმროთ „ლიდერ კრედიტის“ ფილიალს ან შეავსოთ ონლაინ განაცხადი. ამისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ავტომობილის ტექნიკური პასპორტი.
„ლიდერ კრედიტი“ გაძლევთ შესაძლებლობას, აირჩიოთ გადახდის ორი მეთოდიდან ერთ-ერთი: ისარგებლოთ ანუიტეტით ანუ სესხი ( თანხის ძირი და პროცენტი) თანაბარი პერიოდული შენატანებით დაფაროთ ან მხოლოდ დარიცხული პროცენტის გადაიხადოთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ თუ სესხის მოცულობა 7000 ლარს აღემატება, გირავნობის რეგისტრაციის ხარჯები არ დაგეკისრებათ. ამასთან, 4500 ლარამდე სესხებზე გაცემის საკომისიო არ ვრცელდება, ხოლო უფრო მაღალი თანხის შემთხვევაში, ის 20 ლარიდან იწყება და სესხის მოცულობის შესაბამისად იზრდება.
ვალუტის გაცვლა და ფულადი გზავნილები
„ლიდერ კრედიტის“ ფილიალებში ხელმისაწვდომია ვალუტის გაცვლისა და ფულადი გზავნილების სერვისები.
თანხის ყიდვა-გაყიდვა დადგენილი ვალუტის კურსის შესაბამისად ხდება და ისეთ ფულად ერთეულებს მოიცავს, როგორებიცაა ლარი, ევრო, აშშ დოლარი, რუსული რუბლი, ბრიტანული ფუნტი, თურქული ლირა, აზერბაიჯანული მანათი და სომხური დრამი.
ფულადი გზავნილების მეშვეობით შესაძლებელია თანხის უსაფრთხოდ და სწრაფად გაგზავნა ან მიღება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე საზღვარგარეთ.
აღნიშნული სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია კომპანიის ოფისებში თბილისში, რუსთავში, ბათუმში, მარნეულში, ქუთაისში, გორში, ხაშურში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში.
სერვისების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს: www.leadercredit.ge, სადაც განთავსებულია დეტალური აღწერა პროდუქტების, საპროცენტო განაკვეთებისა და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ან კონსულტაციისთვის დარეკეთ ნომერზე: +995322730073.
