ევროკავშირის საელჩო დღესაც აფინანსებს ორგანიზაციებს, რომელთა გაცხადებული მიზანიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაა. ეს სკანდალი იქნებოდა, ქართული საზოგადოება ამას შეჩვეული რომ არ იყოს

ევროკავშირის საელჩო დღესაც აფინანსებს ორგანიზაციებს, რომელთა გაცხადებული მიზანიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაა. ეს სკანდალი იქნებოდა, ქართული საზოგადოება ამას შეჩვეული რომ არ იყოს
ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე დაწყებულია თავდასხმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ვხედავთ, რომ არის მათი ჩაშლის მცდელობა, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ორგანიზაციებს, რომლებსაც ეს საკუთარ მიზნად აქვს გამოცხადებული, ევროკავშირი აფინანსებს.
„რაც შეეხება არჩევნებს, ვხედავთ, მათი ჩაშლის მცდელობებს. ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან იყო მცდელობა, დაეფინანსებინა ორგანიზაციები, რომლებსაც პირდაპირ გაცხადებული მიზანი აქვთ, რომ ჩაეშალათ არჩევნები. ასევე, არის ორგანიზაციები, რომელთა განცხადებებს ვხედავდით საბოტაჟთან დაკავშირებით. ვგულისხმობ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, ნინო ლომჯარის „ენჯეოს“, „საფარს“, ბაია პატარაიას „ენჯეოს“. ისინი პირდაპირ, საჯაროდ აცხადებენ, რომ ბოიკოტი და საბოტაჟი უნდა იყოს არჩევნების. შეგახსენებთ, ეს ორგანიზაციები ევროკავშირის საელჩოსგან ფინანსდებიან. ასე რომ, ევროკავშირის საელჩო დღესაც აფინანსებს ორგანიზაციებს, რომელთა გაცხადებული მიზანიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაა. ეს სკანდალი იქნებოდა, ქართული საზოგადოება ამას შეჩვეული რომ არ იყოს“, – აცხადებს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს