რა თქმა უნდა, მძიმე შემთხვევაა. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თორნიკე რიჟვაძეს – გამოძიება მიმდინარეობს და ამ შემთხვევის ყველა დეტალი გაირკვევა, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“ყველაფერი საჯაროდ ითქვა კიდევაც ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. იცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს თავად შემთხვევასთან დაკავშირებით. ასე რომ გამოძიება ყველა დეტალს გაარკვევს.
მოხდა მძიმე შემთხვევა, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს საკითხს. შს მინისტრი თავად იყო შემთხვევის ადგილზე და გამოძიება შეეცდება დაადგინოს ყველა დეტალი” – თქვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 ივლისს რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს საგარეჯოს საავადმყოფოში. მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია — დაზიანებულია ფილტვი, თუმცა ექიმების განცხადებით, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
