თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება 7 ივლისს ელექტრომომარაგება?

თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 7 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, რიგის და თაქთაქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, ლესელიძის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის IIა მიკრორაიონის, ზაჰესის, კოტეტიშვილის, კუპრაძის და თაყაიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს