ისრაელის საჰაერო დარტყმებს ღაზაში, სულ მცირე, 38 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა კვირას ღაზაში დარტყმების ტალღა დაიწყეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 38 პალესტინელი დაიღუპა, – ინფორმაციას The Guardian-ი ადგილობრივი საავადმყოფოს წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდასხმების შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა და 304 დაიჭრა.
კვირას გვიან ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ დარტყმები განახორციელეს ჰუსიტების სამიზნეებზე ჰოდეიდას, რას ისა და სალიფის პორტებში, ასევე იემენში რას კანტიბის ელექტროსადგურზე.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებისთვის ვაშინგტონში გაემგზავრა, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს უზრუნველყოს ღაზაში დაკავებული მძევლების დაბრუნება და იმ საფრთხის მოხსნა, რასაც ისრაელი „ჰამასს“ უქმნის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება