ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 82-მდე გაიზარდა

-ის ტეხასის შტატში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 82-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა სულ მცირე 28 ბავშვი კერის ოლქის გოგონების ბანაკიდან, სადაც, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 68 ადამიანი გარდაიცვალა და 10 გოგონა და ერთი ხელმძღვანელი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლებიან.
გუბერნატორმა გრეგ აბოტმა განაცხადა, რომ ტეხასის ზოგიერთ ნაწილის კვლავ წყალდიდობის საფრთხე ემუქრება. ოფიციალურმა პირებმა კერის ოლქის თემის, ჰანტის, მოსახლეობას, წყალდიდობის საფრთხის გამო, შემაღლებულ ტერიტორიებზე გადასვლისკენ მოუწოდეს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები სამძებრო, სამაშველო და აღდგენით სამუშაოებს მთელი შტატის მასშტაბით ახორციელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი