ლავროვი არაღჩის შეხვდა და ირანს ბირთვული პროგრამის საკითხზე დახმარება კვლავ შესთავაზა

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 6 ივლისს ბრაზილიაში გამართულ BRICS-ის სამიტზე ირანელ კოლეგას, აბას არაღჩის შეხვდა და ირანს კიდევ ერთხელ შესთავაზა ბირთვული პროგრამის საკითხში რუსეთის დახმარება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, ლავროვმა არაღჩისთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაგმო ირანზე ისრაელისა და -ს იერიშები, “მათ შორის ბირთვული ენერგიის ინფრასტრუქტურის დაბომბვაც, რომელიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.”

“მოსკოვმა გამოხატა მზადყოფნა, რომ [ირანს] დახმარება შესთავაზოს ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებების პოვნაში, მათ შორის, შესაბამისი ინიციატივების კუთხითაც, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტმა აქამდე წამოაყენა,” წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსულ მხარეს ნათქვამი აქვს, რომ მზადაა, ერთი მხრივ, ირანსა და, მეორე მხრივ, -სა და ისრაელს შორის არსებულ კრიზისში შუამავლის როლი შეასრულოს. აშშ-ს იერიშებამდე კრემლი ირანს რუსეთში ურანის შენახვასაც სთავაზობდა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად