ვანო თარხნიშვილი თავდასხმაზე – ორი ადამიანი იყო, ერთმა მითხრა, შენი „ფანი“ ვარო და დამარტყა – არ მიმიმართავს პოლიციისთვის, რა აზრი აქვს

ორი ადამიანი იყო, არაფერი დაფარული არ ჰქონდათ. ერთმა მითხრა, შენი „ფანი“ ვარ, მევასებიო, ბავშობიდან გისმენო, შემდეგ თქვა, როგორ გვაგინეო და დამარტყა, – ამის შესახებ მსახიობმა, ვანო თარხნიშვილმა მასზე მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც თარხნიშვილი აღნიშნავს, მას პოლიციისთვის არ მიუმართავს.
„ორი ადამიანი იყო, არაფერი დაფარული არ ჰქონდათ. საერთოდ არ შემიხედავს ერთისთვის, მეორე მოვიდა და ვითომ შენი „ფანი“ ვარ, „მევასებიო“, ბავშობიდან გისმენო, შემდეგ თქვა, რომ როგორ გვაგინეო და დამარტყა. სახლთან მოხდა, სადაც ხანშიშესულმა მშობლებმა გაიგეს ხმა. გზის პირას მოხდა, სახლთან იანვარში რომ ვიმღერე „ოლე ოლა“, ალბათ, მაგის პასუხი იყო. არ მიმიმართავს პოლიციისთვის, რა აზრი აქვს“ ,- აღნიშნავს თარხნიშვილი “ტვ პირველთან“.
ცნობისთვის, მსახიობმა ვანო თარხნიშვილმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მას საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ. თარხნიშვილმა „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც სახის არეში დაზიანებები ჩანს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: გია ბარამიძეს აკავებენ 50 წელს გადაცილებული სამზარეულოში სპორტულებით მჯდომი, ნაკლებად დასაქმებული, საეჭვო განათლების მქონე მაგრამ უბანში “ჯიგარი” კაცის სახელის მქონე სადღაც ათასიდან ხუთიათასამდე ქოცის გულის მოსაფხანად

ზურაბ ჯაფარიძე: გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის და ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია, არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი

ირაკლი ფავლენიშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე – ახლა ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი, რომელიც მისი სიტყვების საკუთარი ინტერპრეტაციის გამო დაიჭირეს, რომელიც საჯაროდ აქვს უარყოფილი