2025 წლის 15 ივლისს, ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის ფარგლებში, საქართველო ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იქნება. თუმცა, ოფიციალური დღის წესრიგის მიხედვით, საქართველოს თემა შეტანილია „მიმდინარე საკითხებში“ და განხილვა ხედვების გაცვლის ფორმატში ჩატარდება.
ეს ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არ არის დაგეგმილი კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება ან სპეციალური ზომების გატარება საქართველოს მიმართ.
სხდომის ფორმატი იძლევა შესაძლებლობას, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატონ პოზიციები და შეხედულებები საქართველოში არსებული ვითარების შესახებ, მათ შორის დემოკრატიული პროცესებისა და ევროკავშირთან ურთიერთობის კონტექსტში.
საბჭოს ოფიციალურ დოკუმენტში საქართველო რიგით მესამე პოზიციაზეა ჩამოთვლილი სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, როგორებიცაა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ახლო აღმოსავლეთის მდგომარეობა
