Tesla-ს ავტომობილების მიწოდება წელს 1,8 მლნ-ს მიაღწევს – Reuters

ავტომწარმოებელი Tesla ემზადება გამოაცხადოს მორიგი რეკორდული კვარტალი ელექტრო მანქანების მიწოდებაში. თუმცა, ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ ჩამოუვარდება წელიწადში 2 მილიონის ამბიციურ მიზანს, რომელიც აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა 2023 წლის დასაწყისში გამოაცხადა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
LSEG-ის მიერ გამოკითხული 14 ანალიტიკოსის თქმით, Tesla 2023 წელს, სავარაუდოდ, მიაწოდებს 1,82 მილიონ მანქანას, რაც 37%-ით მეტი 2022 წელთან შედარებით.
გაყიდვების შენელების მიუხედავად, Tesla-მ 2023 წელს გლობალურად შეამცირა ფასები თავის 4 ავტომობილზე, განსაკუთრებული აქცენტით ჩინეთზე, სადაც კომპანიამ ბაზრის წილი ადგილობრივ ბრენდებთან, მათ შორის BYD-თან მიმართებაში, დაკარგა.
იანვარში მასკმა თქვა, რომ Tesla-ს აქვს პოტენციალი, რომ მიაღწიოს 2 მილიონი მანქანის წარმოებას წელს, ფორსმაჟორული შემთხვევების გამორიცხვით.
Visible Alpha-ს მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები მომავალ წელს Tesla-ს 2,2 მილიონი ელექტრომობილის მიწოდებას ელოდებიან. უმეტესობას მიაჩნია, რომ ახლახან გამოშვებული Cybertruck და განახლებული Model 3 არ არის საკმარისი მოთხოვნის გასაზრდელად.
მასკმა თქვა, რომ Cybertruck Tesla-ს მანქანების მცირე პროცენტი შეადგენს და უზარმაზარი გამოწვევებია პიკაპის მასობრივი წარმოების მისაღწევად.
მესამე კვარტლის შედეგების მიხედვით, Tesla-მ შემოსავალი 9%-ით გაზარდა, ამავდროულად წმინდა მოგება 1,8-ჯერ შემცირდა. მთლიანი მარჟა ერთ მანქანაზე, მორგებული მკვეთრად მაღალი სესხებისა და ლიზინგისთვის, გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 7000 დოლარამდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალია 2018 წლის დასაწყისიდან.

ასევე დაგაინტერესებთ