საქართველოში ჩამოსული უცხოელების დასაქმების შემდეგ შესაძლოა, ცვლილებები მათთვის ბინის მიქირავების კუთხითაც ამოქმედდეს. ამაზე აქტიური საუბარი უკრაინაში ომის შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს უცხოელთა ნაკადი მოეძალა და ექსპექტები ახლაც ფიქრობენ, რომ მიგრანტთა ზრდის პარალელურად, აუცილებელია გამკაცრდეს ბინის გაქირავებასთან დაკავშირებული კანონი.
ბინის გაქირავების დროს მეიჯარეთა უფლებების დაცვის და კანონის გამკაცრების ინიციატივა პარლამენტში 2023 წელს შევიდა, მას მერე, რაც საქართველოს მიგრანტთან ნაკადი მოაწყდა და გახშირდა შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები დაქირავებული უძრავი ქონების გადასახადს არ იხდიდდნენ, თუმცა სფეროს სპეციალისტები მაშინაც და ახლაც მიიჩნევდნენ, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი გამოწვევას არ პასუხობდა.
ასე ფიქრობს სამშენებლო სამართლის სპეციალისტი უჩა ზაქაშვილი და ხაზს უსვამს, რომ კანონის მიღებისთვის არათუ მიგრანტების ზრდაა გადამწყვეტი, არამედ საკუთრების უფლების დაცვა. ამიტომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს კანონი, თუმცა არა იმ სახით, როგორც მაშინ იყო წარდგენილი.
“კანონის ამოქმედება არ უნდა იყოს დაკავშირებული მიგრანტების ქვყანაში შემოდინებასა და გადინებასთან. გასაგებია, რომ უცხოელებმა შესაძლოა, წაახალისეს ეს საკითხი, მაგრამ საკუთრების უფლების დაცვა, პირველ რიგში, შეეხება ყველა მესაკუთრეს, უმეტესად საქართველოს მოქალაქეებს. ახლა მათი საკუთრება არის დაუცველი რეგულაციის არსებობის გარეშე, რადგან გამოსახლებებს სჭირდება სასამართლოში რამდენიმეთვიანი პროცედურები. გარდა ამისა, არსებობს სხვა ტექნიკური პორბლემებიც, რაც იწვევს დამატებით ხარჯს და მოკლედ რომ გითხართ, საკუთრების უფლების შეზღუდვას.
მიგრანტების ზრდა არ არის გადამწყვეტი მიზეზი, საკუთრების უფლების დაცვაა გადამწყვეტი და ძირითადი არსი, ამიტომ ცხადია, რომ სახელმწიფომ უნდა მიიღონს კანონი, თუმცა არა იმ სახით, როგორც მაშინ დაგვიანონსა, რადგან ის ფორმატი საკუთრების უფლებას მხოლოდ იმ შეთხვევაში იცავს, ვინც მოიჯარეს რეესტრში დაარეგისტრირებს, თუმცა საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, მათ შორის მიგრანტების საკითხიდან გამომდინარე, არის პრობლემური. უხოელები ხშირად ქრებიან და დღეს თუ საქართველოში არიან, ხვალ შეიძლება სხვა ქვეყანაში აღმოჩნდნენ.
ჩანაწერის წაშლას კი ზოგჯერ ისევ სასამართლო სჭირდება, რადგან როდესაც საჯარო რეესტრში ფიქსირდება, რომ მესაკუთრებს მოიჯარე ჰყავს, პრობლემაა. თუ იჯარა მალე შეწყდება და ადამიანს ამონაწერის გასუფთავება სურს, რადგან ახალი მოიჯარე დაარეგისტრიროს, ამისთვის საჯარო რეესტრი ზოგჯერ ისეთ სტანდარტებს ითხოვს, რომლის დაკმაყოფილებაც შეუძლებელია.
საკუთრების უფლების დაცვა არ უნდა იყოს პირობებზე მიბმული, არანაირი პირობა არ უნდა არსებობდეს, უბრალოდ, დაცული უნდა იყოს საკუთრების უფლება. საკუთრების უფლება არის კონსტიტუციით და კონვენციებით გარანტირებული უფლება და არ სჭირდება დამატებითი მოტივაცია.
არსებული ვერსია არ იყო ყოვლისმომცველი, რადგან ნაწილობრივ აგვარებდა პრობლემას, იმ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც კანონში ეწერა, რაც, ჩემი აზრით, წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან და გამოწვევასაც არ პასუხობს. კანონს ხომ იმიტომ ვიღებთ, რომ პრობლემა არსებობს და საჭიროა მისი გადაჭრა. მაშინ ინიცირებული კანონი კი არ პასუხობდა გამოწვევას”, – ამბობს უჩა ზაქაშვილი.
მიგრანტების შემოდინებამ საქართველო ისევ შეაწუხა, თან ამჯერად საქმე იმაზე რთულადაა, ვიდრე აქამდე იყო. ქვეყანაში გახშირებულია უცხოელების ლეგალური თუ არალეგალური დასაქმება, ამიტომ პარლამენტი ამ კუთხით ცვლილებების შემოღებაზე მუშაობს.
როგორც იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი მიიჩნევს, ხელისუფლება მხოლოდ მაშინ რეაგირებს, როდესაც ქვეყანა გამოწვევის წინაშე დადგება, წინასწარ კი არ გააჩნია პრობლემის მოგვარების გეგმა.
“ხელისუფლება მაშინ იწყებს გააქტიურებს, როდესაც უშუალოდ პრობლემა წამოიქმნება და ამით ან ჩვენ შევწუხდებით, ან თავად შეწუხდება და ფაქტის წინაშე დადგება. მხოლოდ ფაქტის წინაშე დადგომისას იწყება ზურნვა იმაზე, რომ პრობლემა გადაიჭრას
კანონი უნდა იყოს რეგულატორი და არ არის აუცილებელი თითოეულ საკითხზე, ნებისმიერ შემთხვევაზე ინექციები ვაკეთოთ. ჩვენ წინასწარ უნდა ვიმსჯელოთ პრევენციაზე, ანუ კანონმა რა ტიპის ურთიერთობა შეიძლება დაამკვიდროს.
პრაქტიკულად გამოდის, რომ წარმოიქმნება რაღაც პრობლემა, შემდეგ ამ საკითხის მოგვარების მიზნით ნაუცბათევ და სრულიად გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. გამოდის, რომ რეალური ჩარჩო, თეორიული საფუძველი რაც უნდა იყოს, არ არსებობს. ამიტომ იძულების წესით, თუ როგორ, არ ვიცი, მაგრამ კონკრეტული პრობლემის დადგომის დროს არის გაურკვეველი რეაქციული მოქმედებები.
ჩემი მიდგომა და რეკომენდაცია იქნება ის, რომ რაღაცნაირად შემუშავდეს გააზრებული რეგულაციური ნორმები, რომელსაც არ დასჭირდება ყოველი თვის ბოლოს გადაკეთება”, – ამბობს ჩარგეიშვილი.
მიგრანტთა ნაკადის ზრდის პარალელურად, აუცილებელია გამკაცრდეს ბინის გაქირავებასთან დაკავშირებული კანონი. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ პარლამენტში ოფიციალური განცხადება უკვე შეიტანა და პარლამენტის თავმჯდომარეს და ეკონომიკისა და დარგობრივი პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს 2023 წელს ინიცირებული კანონპროექტის განხილვის ინიციატიატივით მიმართა, რომელიც ბინის გაქირავების დროს მეიჯარეთა უფლებების დაცვას და კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს.
„ქირის გადაუხდელობის მოიჯარის გამოსახლება სასამართლოს გადაწყვეტილებისა და აღსრულების მექანიზმის ჩართვის გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელია. სასამართლო პროცედურა მოიცავს სამივე ინსტანციას და დამატებით აღსრულებას, რაც დიდ დროს, ფინანსურ დანაკარგებს და ნერვულ დაძაბულობას მოითხოვს. ამ მოცემულობას, საკმაოდ ხშირ შემთხვევაში, ბოროტად იყენებენ თაღლითი მოიჯარეები, მათ შორის, მომრავლებული უცხოელი დამქირავებლები, რომლებიც უტიფრად და სრულიად უსამართლოდ, წლობით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გადაუდებლად მიიღოს სათანადო საკანონმდებლო ცვლილებები, რაც დაიცავს საქართველოს მოქალაქეების საკონსტიტუციო უფლებებს საკუთრების დაცვის კონტექსტში, წაახალისებს ეკონომიკურ საქმიანობას, გააძლიერებს სახელმწიფოს უსაფრთხოებას და აღკვეთს როგორც ადგილობრივ, ისე არაკეთილსინდისიერ მიგრანტ მოიჯარეთა მხრიდან საქართველოს მოქალაქეების საკუთრების ხელყოფის საფრთხეებს“, – წერია აფბას განცხადებაში, დასაც ასევე აღნიშნულია, რომ „ფაქტია, დღემდე ეს კანონპროექტი სერიოზული განხილვის საგნად ვერ იქცა და ვერ დაკანონდა.
“არადა, ამ კანონის მიღება უზრუნველყოფს: მოქალაქეთა საკუთრების დაცვას – მეპატრონე შეძლებს თავისუფლად განკარგოს თავისი ქონება (საკონსტიტუციო უფლება, მუხლი 6), სამშენებლო სექტორის გაძლიერებას – ინვესტორების აქტიურობით უძრავ ქონებაზე გაიზრდება მოთხოვნა, -საბანკო სექტორის სტაბილურობის ზრდას – მეტი მოთხოვნა იპოთეკურ სესხებზე გაზრდის საბანკო აქტივობას, პოზიტიურ ფისკალურ ეფექტს– ოფიციალური გაქირავების წახალისებით ბიუჯეტი მიიღებს საშემოსავლო გადასახადს (5%). გასულ წელს დარეგისტრირებული 8 223 აქტიური მოიჯარის ქირიდან ბიუჯეტში შევიდა 50 მილიონ ლარზე მეტი. სექტორის სრულ „გათეთრებას“ შეუძლია ეს მაჩვენებელი საგრძნობლად, რამდენიმეჯერ გაზარდოს, ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას – გახშირებულია შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, უკანონოდ იკავებენ საცხოვრებელ ფართებს, რაც პირდაპირი საფრთხეა ქვეყნის სუვერენიტეტისთვის“, – აღნიშნულია აფბას განცხადებაში.
აფბა ასევე მიზანშეწონილად თვლის, კანონში აისახოს მუხლი, რომლის მიხედვითაც, ქირის არგადახდის შემთხვევაში, საშემოსავლოს 5%-იან განაკვეთთან ერთად, სააღსრულებო წარმოებისთვის აუცილებელი პროცენტული განაკვეთიც (მაგალითად ყოველთვიურად განსაზღვრული საიჯარო გადასახადის 2-3%-ის ოდენობით) იქნება განსაზღვრული. ეს უფრო ეფექტურსა და მოქნილს გახდის აღსრულების მექანიზმს და გააძლიერებს სამსახურს და დაცულს გახდის მეიჯარეს.
წყარო: resonancedaily.com
