ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებისთვის კატარში დელეგაციას გაგზავნის

ისრაელი კატარში დღეს დელეგაციას გაგზავნის ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შესაძლო შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ს პრემიერ-მინისტრ ს ოფისმა გუშინ განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაში მოთხოვნილი ცვლილებები მიუღებელია.
„წუხელ მოგვაწოდეს ცვლილებები, რომლის შეთანაც „ჰამასს“ კატარის წინადადებაში სურს და ის ისრაელისთვის მიუღებელია“, – ნათქვამია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.
ისრაელის პრემიერის ოფისის ცნობით, დელეგაცია მაინც გაემგზავრება კატარში, რათა გააგრძელოს მოლაპარაკებები შესაძლო მძევლების დაბრუნების შესახებ შეთანხმებაზე იმ წინადადების საფუძველზე, რომელსაც ისრაელი დაეთანხმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი: რუსთავი 2 -ს ამ დილით “ექსკლუზივი” მოუპოვებია… რადგან არ გვეშვებიან და ჩვენს გვარს ატრიალებენ ბოლო პერიოდში ინტენსიურად, ყველამ მინდა იცოდეს – ბაჩო ახალაია და ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ პოლიტიკაში…