ილონ მასკმა ახალი პარტიის – “ამერიკის” შექმნა გამოაცხადა

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა გამოაცხადა ახალი პოლიტიკური პარტიის, „ამერიკის“ შექმნის შესახებ.
გადაწყვეტილება სოციალურ ქსელ X-ში ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ მიიღეს. „დამოუკიდებლობის დღე იდეალური მომენტია იმისთვის, რომ საკუთარ თავს ჰკითხოთ, გსურთ თუ არა ორპარტიული (ზოგიერთი იტყვის, ერთპარტიული) სისტემისგან დამოუკიდებლობა“ – დაწერა მასკმა 4 ივლისს.
მისი თქმით, ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი გზაა „სენატში ორი-სამი და წარმომადგენელთა პალატაში- რვა-ათი ადგილის დაკავება“. „ეს საკმარისი იქნებოდა საკამათო კანონმდებლობაზე გადამწყვეტი ხმის მისაცემად, რაც უზრუნველყოფს, რომ ის ხალხის ნამდვილ ნებას წარმოადგენს“, – თქვა მასკმა.
გამოკითხვაში მონაწილეთა 65 პროცენტზე მეტმა პარტიის შექმნას მისცა ხმა. მეორე დღეს მილიარდერმა პარტიის შექმნის შესახებ განაცხადა. ამას წინ უძღოდა მასკსა და -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის კონფლიქტი, რომელიც დაიწყო მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მასკის წასვლის შემდეგ. მან საჯაროდ გამოთქვა უკმაყოფილება ტრამპის მიერ შეთავაზებული ბიუჯეტისა და გადასახადების შემცირების გახანგრძლივების შესახებ
კანონის მიმართ, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტმა „დიდი და ლამაზი კანონი“ უწოდა. მასკმა კანონს „ამაზრზენ საზიზღრობად“ შეაფასა. მისი აზრით, დოკუმენტის მიღება მკვეთრად გაზრდის ისედაც უზარმაზარ აშშ-ის ეროვნულ ვალს.
3 ივლისს აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა ეს კანონპროექტი, ტრამპმა კი მას ხელი მოაწერა ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს.

• კანონი ითვალისწინებს თავდაცვის ხარჯების გაზრდას, მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის დაფინანსებას და 4.5 ტრილიონი დოლარის ოდენობის გადასახადების შემცირების გაგრძელებას, ასევე სოციალური პროგრამების, მათ შორის ფედერალური სასურსათო დახმარებისა და დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამის, Medicaid-ის, ძლიერ შემცირებას. ზოგიერთი შეფასებით, 12 მილიონამდე ამერიკელმა შეიძლება დაკარგოს ჯანმრთელობის დაზღვევა.
• ამ ხარჯების დაფინანსება ნაწილობრივ მოხდება მწვანე ენერგიისა და ელექტრომობილების სუბსიდიების გაუქმებით. ამან გამოიწვია საჯარო კონფლიქტი ტრამპსა და მასკს შორის. მილიარდერმა სუბსიდიების გაუქმებას „მომავალზე დარტყმა“ უწოდა და სოციალურ მედიაში მკვეთრად გააკრიტიკა თეთრი სახლი.
ფორუმი