საქართველოს თავდაცვის ძალებში რთულ რელიეფზე მარშირებაში ტურნირი გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს შორის რთულ რელიეფზე მარშირებაში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრება მცხეთის რაიონის სოფელ ლელუბანში დაიწყო და დაბა ნორიოს გავლით მამკოდას ტყე-პარკში დასრულდა. 30 კილომეტრიანი მარშრუტი სხვადასხვა სირთულის რელიეფისა და ბუნებრივი დაბრკოლებების გადალახვას მოიცავდა.
ტურნირში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 34 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. შეჯიბრების ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველი ადგილისა და თასის მფლობელი, მესამე ქვეითი ბრიგადა გახდა, მეორე და მესამე ადგილები კი, მესამე ქვეითი ბრიგადისა და სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა ბატალიონის წარმომადგენლებმა გაინაწილეს.
ღონისძიება, სამხედროების ფიზიკური მზადყოფნის გაძლიერებასა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავდა მიზნად.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი: პრაგმატული თვალსაზრისით ევროპისთვის ძალიან მომგებიანია საქართველოსთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობა, არადა ევროჩინოვნიკები ორივე სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებენ ძალიან არაობიექტურ და არასამართლიან პოლიტიკას