აშშ-ის სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარი გაიზარდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ხელი მოაწერა კონგრესის ორივე პალატის მიერ დამტკიცებულ კანონს, რომელიც გადასახადების შემცირებასა და ქვეყნის სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარის გაზრდას ითვალისწინებს.
ტრამპის თქმით, ხელმოწერილი კანონით -ის ისტორიაში გადასახადების უდიდესი შემცირება მოხდება.
ამასთან ერთად, ტრამპის მიერ ხელმოწერილი კანონის მიხედვით, აშშ-ის თავდაცვის სფეროში ხარჯები გაიზრდება და გამოყოფილი თანხა დაიხარჯება ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემის, „ოქროს გუმბათის“ შესაქმნელად.
აღნიშნული კანონით, დამატებითი რესურსი გამოიყოფა სასაზღვრო კონტროლის გასაძლიერებლად.
ცნობისთვის, ამჟამად აშშ-ის სახელმწიფო ვალი 37 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ახალი კანონით, ვალის ზედა ზღვრის 5 ტრილიონი დოლარით გაზრდა ხდება შესაძლებელი.