ევტროფიკაცია და მკვდარი ზონების ზტრდა შავ ზღვაში – კლიმატის ცვლილების რისკი მეთევზეობიოსთვის

ზღვაში კლიმატის ცვლილების რისკებიდან ერთ-ერთი მწვავეა და საყურადღებო პრობლემაა ევტროფიკაცია, რაც წყლის ბინადრებში ბიოგენური ელემენტების დაგროვებას ნიშნავს ანთროპოგენური და ბუნებრივი ფაქტორების მეშვეობით, – ამბობს სანაპიროს მართვისა და გარემოს დაცვის ექსპერტი მამუკა გვილავა.
მისი განმარტებით, საწყის ეტაპზე ის იწვევს წყლის აუზების ბიოლოგიური პროდუქციულობის გაზრდას, შემდეგ კი ჟანგბადის პროგრესირებად უკმარისობას და აქედან გამომდინარე, ცოცხალი ორგანიზმების მასიურ დაღუპვას.
მამუკა გვილავა იხსენებს რამდენიმე წლის წინანდელ ფაქტს, როცა სწორედ ეს შემთხვევა გვქონდა გრიგოლეთსა და ქობულეთიდან აფხაზეთამდე ზღვისპირა ზოლში. ჟანგბადის ნაკლებობა, როგორც წესი, როგორც მამუკა გვილავა გვიხსნის, ზრდის მკვდარ ზონებს ზღვაში. ევტროფიკაცია, სპეციალისტის თქმით, იწვევს ბიომრავალფეროვნების სტრესს, რაც ავტომატურად მეთევზეობის სტრესში გადაიზრდება. შავი ზღვის მეთევზეობა რომ უკვე სტრესს განიცდის, მამუკა გვილავას თქმით, თურქი მეთევზეები ამაზე დიდი ხანია ხმამაღლა ლაპარაკობენ. ის თურქი მეთევზეები, საქართველოს ტერიტორიალურ წყლებში რომ თევზს იჭერენ, თანაც, ბევრჯერ მეტს, ვიდრე ქართველი მეთევზეები.
თევჭერა საქარველოსთვის, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის და ქვეყნისთვის, რომელსაც 26 ათასზე მეტი მდინარე, 860-მდე ტბა და 12 წყალსაცავი აქვს, სოციალუირი დატვირთვის მატარებული ეკონომიკური სექტორია, რომელსაც ასევე ტურიზმთანაც აქვს მჭიდრო ბმა. ამის გააზრება მხოლოდ ერთი მუნიციპალუტეტის, თუნდაც ს მაგალითზეც შეიძლება.
წყარო: agrogaremo.ge