შოკი და აღშფოთება პორტუგალიაში – რონალდო ჟოტას დაკრძალვას არ დაესწრო

პორტუგალიაში აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ავტოკატასტროფაში დაღუპული „ლივერპულისა“ და ნაკრების გარემარბის დიოგუ ჟოტას და მისი ძმის, „პენაფიელის“ ფეხბურთელის ანდრე სილვას ქალაქ გონდომარში დაკრძალვას ეროვნული გუნდის კაპიტანი რონალდო არ დაესწრო.
დაკრძალვაზე ფეხბურთელები ვირგილ ვან დეიკი, ენდრიუ რობერტსონი, ჯორდან ჰენდერსონი, ალექსის მაკალისტერი, ჯეიმს მილნერი, დარვინ ნუნიესი, ფედერიკო კიეზა, რუბენ ნევეში, ჟოაო კანსელა, ბერნარდო სილვა, დიოგუ დალო, ფაბინიო, ტიაგო ალკანტარა, რუი პატრისიუ, ბრუნო ფერნანდეში, ჟოაო ფელიქსი, ჟოზე ფონტე, რენატუ ვეიგა, რიკარდუ, ანდრე ორტა, აგრეთვე მწვრთნელები რობერტო მარტინესი, არნე სლოტი, ფერნანდუ სანტუში, ნუნუ ეშპირიტუ სანტუ და „პორტუს“ პრეზიდენტი ანდრე ვილაშ-ბოაში და „პენაფიელი“ მთელი გუნდით იმყოფებოდნენ.
„დეილი მეილი“ ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რონალდო შვებულებას მალიორკას სანაპიროზე ატარებს, სადაც თავის იახტაზე (Azimut Grande) შენიშნეს, რომლის ღირებულება 6.5 მილიონი ევროა.
ადრე კრიშტიანომ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და ჟოტას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. A Bola-ს ცნობით, რონალდო დაკრძალვას იმის გამო არ დაესწრო, რათა ჟურნალისტების მხრიდან არაჯანსაღი აჟიოტაჟისთვის თავი აერიდებინა, გარდაცვლილების ოჯახთან კავშირს ინარჩუნებს და ერთად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეს ამ სიტუაციაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. გამოცემის მტკიცებით, ის პირადად ესაუბრა დიოგუს მშობლებსა და მეუღლეს და უთხრა, რომ მუდამ მათ გვერდით იქნება.
ლუის ენრიკე: პაჩოს შემთხვევაში წითელი ბარათი იყო, ერნანდესის გაძევებისას კი…
რონალდომ “ალ ნასრთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა
“ალ ნასრმა” სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
მოქმედი ჩემპიონები ტიტულის დასაცავად უძლიერესი შემადგენლობით წარსდგებიან
პორტუგალიის ნაკრებისა და “ლივერპულის” ვარსკვლავი ძმასთან ერთად, ავტოკატასტროფას ემსხვერპლა
ლა ლიგა. I ტური: ისევ არგენტინელი და პორტუგალიელი [VIDEO]
“მეგობრები არ ვართ, მაგრამ…” – რა თქვა მესიმ რონალდოს შესახებ?
ანდრე სილვა ესპანეთში ჩაფრინდა და დღეს “სევილიას” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
“ვესტ ჰემს” “აიაქსიდან” ბრობის, ან “ლაიფციგიდან” სილვას იჯარით დამატება სურს
ჟოტა: იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში “რეალს” აღარ შევხვდებით
“მილანს” უახლოეს საათებში კიდევ ერთი ფორვარდი გამოემშვიდობება
“ლივერპულმა” ძლივს მოიგო – “ვულვზის” მეკარე ძლივს გადაარჩინეს [VIDEO]
“სინამდვილეში, რონალდომ და ჯორჯიანამ ერთმანეთი ასე გაიცნეს” – როდრიგესის ყოფილმა თანამშრომელმა ისტორია მოჰყვა
ანდრე სილვა კარიერას “სოსიედადში” გააგრძელებს
“ლივერპულმა” ჟოტას გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა
“ეს უსამართლობაა, ახლახანს ეროვნულ ნაკრებში ერთად ვიყავით და ცოტა ხნის წინ დაქორწინდი” – რონალდუ ჟოტას გარდაცვალებას გამოეხმაურა
“გავხდები თუ არა მწვრთნელი?” – რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა