საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ჩხეიძე:
ავადმყოფობა ვლინდება სიმპტომში.
რა არის ავტორიტარიზმი?
ის, რაც დღეს სჭირს კოალიციას – “ძლიერი საქართველო”.
კოალიცია დატოვა შემადგენელი პარტიების ნაწილმა. პარტია “ლელოს” ლიდერები სხედან ციხეში. პოლიტსაბჭო დაიშალა.
პარტია მონაწილეობს რეჟიმის მიერ უკვე ცნობილ არათავისუფალ და უსამართლო არჩევნებში.
რეჟიმი დასცინის ლიდერებს – “მთხოვეთ და გამოგიშვებთ”.
საზოგადოების დიდი ნაწილი ლანძღავს ამ გადაწყვეტილებას და ეჭვი შეაქვს მისი ლიდერების კეთილსინდისიერებასა და გამჭრიახობაში.
არ გაგვიკვირდეს, თუ ხვალ გაათავისუფლებენ ლიდერებს – ისევ იგივე მიზნით.
როგორ აკეთებს ამას რეჟიმი?
ვისი ბრალია? რისი ბრალია?
ეს უკვე დაავადების ეტიოლოგიაა, რაც ცალკე მეცნიერული შესწავლის საგანია – პოლიტიკური მეცნიერების.
ამიტომ არ ვარ მომხრე, ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლი ჩვენ თვითონ კიდევ უფრო მეტად ჩავქოლოთ.
გავიმეორებ: “ლელომ” მიიყენა უმძიმესი თვითდაზიანება, რითაც უფრო დაეხმარა რეჟიმს, ვიდრე დაგვეხმარა ჩვენ – საერთო ბრძოლაში.
ერთად! მტკიცედ! ბოლომდე!