დიდი ბრიტანეთი აცხადებს სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას

დიდმა ბრიტანეთმა 5 ივლისს გამოაცხადა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა სირიასთან – მას მერე, რაც ამ სახელმწიფოში წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი.
“სირიელ ხალხს ახალი იმედი გაუჩნდა. ჩვენს ინტერესშია მხარი დავუჭიროთ ახალ ხელისუფლებას თავისი მოვალეობის შესრულებაში – ააშენოს სტაბილური, უფრო უსაფრთხო და კეთილდღეობის მომტანი მომავალი ყველა სირიელისთვის” – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ.
ლემი 5 ივლისს ვიზიტით იმყოფებოდა სირიის დედაქალაქ დამასკში. ის გამოვიდა პირობით, რომ სირიის მხარდასაჭერად გამოყოფილი იქნება 95.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი – იუწყება სააგენტო Reuters-ი.
დასავლეთი ეტაპობრივად გადასინჯავს თავის მიდგომას სირიის მიმართ, მას მერე, რაც ამბოხებულმა ძალებმა – რომლებსაც სათავეში ედგა შეიარაღებული ისლამისტური დაჯგუფება “ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამი” – დეკემბერში დაამხეს პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლება, მრავალწლიანი სისხლიანი ომის შემდეგ.
ლემის ეს ვიზიტი წარმოადგენს სირიაში ბრიტანეთის მინისტრის პირველ სტუმრობას 14 წლის განმავლობაში. ის განხორციელდა რამდენიმე დღეში მას მერე, რაც -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დამასკთან მიმართებით ამერიკული სანქციების შეწყვეტის ბრძანებას – რითიც დასრულდა სირიის იზოლაცია საერთაშორისო საფინანსო სისტემისგან.
დიდმა ბრიტანეთმა თავისი სანქციები აპრილში შეამსუბუქა სირიის ცენტრალური ბანკისა და 23 სხვა სტრუქტურის მიმართ, ინვესტიციების სტიმულირების მიზნით. თუმცა ლონდონმა შეინარჩუნა სანქციები, რომლებიც მიემართება წინა რეჟიმის წევრებს.
ბრიტანეთის მიერ შაბათს გამოცხადებული ფინანსური ხელშეწყობის პაკეტი წარმოადგენს სასწრაფო ჰუმანიტარულ დახმარებას სირიისთვის და, როგორც ბრიტანეთის ხელისუფლება აღინიშნავს, ის ხელს შეუწყობს ქვეყნის გრძელვადიან აღდგენას, მათ შორის განათლების სფეროს განვითარების გზით.
ფორუმი