რუსეთის მიერ დაზარალებული მოსახლეობისთვის თიღვის გამგეობა რუსულ პროდუქტებს ყიდულობს – გორელი აქტივისტები სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ

რუსული წიწიბურა და რუსული ზეთი დევნილებისთვის – ირკვევა რომ თიღვის მუნიციპალიტეტში რუსეთის მიერ დაზარალებული მოსახლეობისთვის გამგეობა რუსულ პროდუქტებს ყიდულობს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას კი საკუთარ გევრდზე რუსეთში გაცემული სერთიფიკატები აქვთ ატვირთული.
აქტივისტების თქმით, ტენდერი ამჟამად შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოშია გასაჩივრებული.
თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი “ოცნების” წევრის, გენო პეტრიაშვილის მამა – სპარტაკ პეტრიაშვილია.
აქტივისტები სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ.
“საგულისხმოა ის ფაქტი, რომ გენო პეტრიაშვილის მამაა ამ სოფლის გამგებელი და ის არის შესული ამ კორუფციულ გარიგებაში. ეს სოფელი დაზარალებულია რუსებისგან, თუმცა ის შესყიდვებს აწარმოებს რუსულ პროდუქტეზე, რის შემდეგაც ურიგებს მოსახლეობას” – ამბობს აქტივისტი.
tvpirveli.ge