თამო კეშელავა: გახარიას რას ვერჩით, რო? კაცი იძახდა და იძახის 20 ივნისზე, იგივეს გავაკეთებდიო, დაგლეწავდით რუსების გამოო

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
გახარიას რას ვერჩით, რო?
კაცი იძახდა და იძახის 20 ივნისზე, იგივეს გავაკეთებდიო, დაგლეწავდით რუსების გამოო.
აქედან უპასუხეს, კაი, ძმა, გერქვას ოპოზიციაო.
გერმანიაში ახლა ეგ დევნილი ოპოზიციონერი და პროევროპელი თუ ჰგონია ვინმეს, ჩვენი ბრალია!
2024 წელს რა ხმაც აიღო, აი, “პოზიტიური კამპანია” რომ იყო, ჩვენი ბრალია.
ჩვენ დავეხმარეთ სიჩუმით იმ ხალხის გაბითურებაში, ვინც ხმა მისცა.
გახარიამ არ იცის მეგობრობა, პარტნიორობა, გუნდურობა.
თავად კარგად შეირგო და გამოიყენა ეს “ამის დრო არაა” და როგორც დაგვპირდა, რუსების გამო, ისევ ეცდება დაგვლეწოს.
რას ვერჩით, ღმერთმანი

ასევე დაგაინტერესებთ

ნორვეგიის საგარეო უწყება – ყოველდღიური პროტესტების ერთი წელი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ – უკანონოდ დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ

ევროკომისიის სპიკერი – ვნახეთ ამბები უკრაინაში დღევანდელი ჩხრეკების და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ – ევროკომისია გააგრძელებს ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას