თურქეთში სხვადასხვა ქალაქის 3 ოპოზიციონერი მერი დააკავეს

თურქული მედიის ინფორმაციით, სამხრეთ თურქეთის სამი ქალაქის მერი დააკავეს. ამით ეს 3 ადამიანი შეუერთდა იმ პოლიტიკოსების სიას, რომლებსაც მარტში ოპოზიციონერი სტამბულის მერის დაკავების შემდეგ თურქეთში აკავებენ.
AP (“ესოშიეითიდ პრესი”) Anadolu Agency-ზე დაყრდნობით წერს, რომ ადიამანის მერი აბდურაჰმან თუთდერე და ადანას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ზეიდან კარალარი დილის რეიდების დროს დააკავეს. ორივე მათგანი მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) წევრია.
Anadolu-ს ცნობით, ანტალიის CHP-ის მერი, მუჰიტინ ბოჩეკი, ანტალიის მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული ცალკეული გამოძიების ფარგლებში, კიდევ ორ ეჭვმიტანილთან ერთად დააკავეს.
CHP-ის წევრების დაპატიმრების მთელი ტალღა, ბევრის აზრით, თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის განეიტრალებაა. მთავრობა ამტკიცებს, რომ პროკურორები და სასამართლო დამოუკიდებლად მოქმედებენ, მაგრამ სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრებამ თურქეთში ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…