ნანა დიხამინჯია: სანქციები იყო ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი მშვიდობიანი პროტესტისთვის. თუ არ გჯერათ, რუსეთის ეკონომიკას შეხედეთ

“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია:
სანქციები იყო ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი მშვიდობიანი პროტესტისთვის. თუ არ გჯერათ, ს ეკონომიკას შეხედეთ.
ჯერ ხო ორივე პარტიამ ირბინა, ასეთი სანქციები არ გამოიყენოთ, ისეთი არ გამოიყენოთო. ახლა ორივე პარტია ისე იქცევა, რომ რაც დაგეგმილია, ის სანქციებიც არ გავიდეს.
ლელოს ჩემ სანაცნობოში ხმა ვინც მისცა, ყველამ “თავისუფლების მოედნის” გამო. ხაზარაძე არც ქუჩის პოლიტიკოსია და არც პარკეტის, სამწუხაროდ. წარმატებით აგრძელებს ქართული ბიზნესის ნარცისიზმის ტრადიციებს.
გახარია რას აკეთებს, კარგა ხანია, არ ვიცი. ვის სივრცეში თამაშობს, რა მიზანი აქვს.
უბრალოდ, ამ ერთი წლის განმავლობაში ნათლად დავინახე, რატომ ვერ აღწევს წარმატებას ნიჭიერი ხალხით სავსე საქართველო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის